მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შპს "ევროპულ სკოლას“ შორის

6 ივნისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შპს “ევროპულ  სკოლას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “ევროპულ სკოლას“ სურს გააძლიეროს თანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების განვითარების მიმართულებით.

მემორანდუმის ამოქმედების შედეგად საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, როგორც პარტნიორი კომპანია, ხელს შეუწყობს “ევროპულ სკოლას“, რათა ის ჩაერთოს საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროგრამებში. ეს კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ტექნოლოგიური და კომპიუტერული მეცნიერებების კუთხით მოსწავლეთა ცოდნის, უნარების და დამოკიდებულებების განვითარებისა და გაღრმავებისთვის. ასევე, ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და “ევროპული სკოლა“ მიზნად ისახავს:

• მოსწავლეებში ინოვაციური იდეების სტარტაპებად ფორმირებისთვის საჭირო პროგრამების ორგანიზებასა და მხარდაჭერას;

• მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზებას;

• მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების ხელშემწყობი ლოკალური და საერთაშორისო კონკურსებისა და პროგრამების ორგანიზებასა და მხარდაჭერას;

• “STEM” მიმართულებით ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას ახალი ლაბორატორიებისა და ინოვაციების  დანერგვის მიზნით.

Share on: