მე-2 კლასელები სტუმრად გარდენიაში

17 ოქტომბერს, ევროპული სკოლის ქართული სექტორის მე-2 ბ კლასელები “გარდენიას“ ესტუმრნენ.
მასპინძლებმა პატარებს დაათვალიერებინეს გარემო და მცენარეებზე უამრავი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.
სახალისო მწვანე გაკვეთილზე მოსწავლეებმა თიხის ქოთნები ბუნებრივი საღებავით შეღებეს, მოხატეს და ბოლოს, უფროსების დახმარებით ყვავილებიც ჩარგეს.
ექსკურსიით ნასიამოვნები მეორეკლასელები სკოლაში დაბრუნების შემდეგ კიდევ დიდხანს უზიარებდნენ ერთმანეთს “გარდენიაში“ მიღებულ შთაბეჭდილებებს.

Share on: