მე-4 PYP კლასის საქველმოქმედო აქცია
აქციამდე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ცნობილ უნარშეზღუდულ ადამიანებზე, ჰქონდათ დისკუსიები თემებზე როგორიცაა: ტოლერანტობა, ემფატია, პატივისცემა. მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ დახმარებოდნენ უნარშეზღუდულ ბავშვებს. აქციის მოსამზადებლად მე-4 კლასის ყველა მასწავლებელი ჩაერთო . ევროპული სკოლის სამზარეულოში მოსწავლეებმა გამოაცხეს სხვადასხვა ნამცხვარი და გააკეთეს ფელამუში და მისაღებ ფასად, 1 ლარად გაყიდეს სკოლის IB კაფეში. ჩვენ დავუკავშირდით სკოლას ’’აისი’’, სადაც უნარშეზღუდული ბავშვები სწავლობენ, ვუამბეთ ჩვენი აქციის შესახებ და სტუმრად მოვიწვიეთ. 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს, ისინი გვესტუმრნენ. მე-4 PYP კლასმა მოსწავლეებს გადასცა საჩუქრები, რომლებიც მათ აღებული თანხით შეიძინეს.