მილოცვა!

24 დეკემბერს თბილისის მასწავლებლის სახლში გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის 2012 წლის საუკეთესო ტრენერების დაჯილდოება. მსმენელების გამოკითხვისა და მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით , ისტორიის ტრენერებში საუკეთესოდ ცნეს ევროპული სკოლის ისტორიის პედაგოგი, ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე ზურაბ ჯამბურია.

ვულოცავთ ბატონ ზურაბ ჯამბურიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ წინსვლას!

Share on: