მილოცვა!

ამერიკული სკოლის XI კლასის მოსწავლის, გიორგი ჯავახიძის, სახელზე ამერიკიდან მოვიდა დიპლომი, რომელსაც თან ახლდა მილოცვის წერილი. ჩვენც ვუერთდებით ამ მილოცვას და გიორგის მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ.

“ძვირფასო ბატონო ჯავახიძე

გილოცავთ

კოლეჯბორდის Advanced Placement-ის პროგამის სახელით მინდა მოგილოცოთ გამორჩეული აკადემიური წარმატება. ბრწყინვალედ ჩაბარებული AP გამოცდების საფუძველზე თქვენ დაიმსახურეთ AP SCHOLAR AWARD (გამორჩეული სტუდენტის დიპლომი). ეს სერიოზული მიღწევაა. თქვენ შეუერთდით სტუდენტთა იმ უნიკალურ ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც წარმატებით გაიარა რთული საუნივერსიტეტო კურსი და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა AP გამოცდებში…

გისურვებთ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელიც თქვენთვის სერიოზული წინსვლის მომტანი იქნება.”

თრევორ ფექერი

კოლეჯბორდის Advanced Placement-ის ვიცე პრეზიდენტი.

Share on: