მომავლის თასი 2015 - ივიკო

ის ყველას დაგვემშვიდობა 2011 წლის 24 აპრილს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე უფალმა კიდევ ერთი რჩეული შვილი თავისთან წაიყვანა. ჩვენ ვერ დავემშვიდობეთ… ვერ დავივიწყეთ…

მასთან საუბარი, მისი მოფერება, მასთან სპორტული ურთიერთობა ისევ გრძელდება…

მრავალი მოსაგონარი დაგვიტოვა ოჯახს, საახლობლოს, თბილისის “ევროპულ სკოლას“, აღმზრდელ პედაგოგებს, საფეხბურთო მეგობრებს, თანატოლებს.

სხარტი, კაცური, თბილი და მოსიყვარულე, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული. ის ფეხბურთს კარგად თამაშობდა. ზოგჯერ ბურთთან ერთად იძინებდა. ოცნებობდა დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო. რომ არა, ის ტრაგიკული შემთხვევა, ვინ იცის, ივიკო თავის ოცნებას განახორციელებდა.

მისი გარდაცვალებიდან, “ევროპული სკოლის“ ინიციატივით, ყოველწლიურად ტარდებოდა ივიკოს სახელობის ტურნირი ფეხბურთში.

29 მაისს ისევ ჩატარდება საფეხბურთო ტურნირი “მომავლის თასი 2015 ივიკო“.

კიდევ ერთხელ გაცოცხლდება მისი მისწრაფება სპორტისადმი, ქვეყბის სიყვარული აძლიერებდა იმის სურვილს, რომ თანატოლ ფეხბურთელებთან ერთად ესახელებინა საქართველო. ამ ოცნებას ისინი აუცილებლად განახორციელებენ და თავის სიტყვას იტყვიან ფეხბურთის სამყაროში.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ივიკოს ხსოვნას სადღესასწაულო სახეს აძლევს.

რომ არა თბილისის მერია, თბილისის სპორტის სამსახური, ფეხბურთის ფედერაცია და ივიკოს მშობლიური, მოამაგე “ევროპული სკოლა“, ასეთ ფორმატში არ შედგებოდა ერთი პატარა ლამაზი ქართველი ვაჟკაცის, ივიკო ჭელიძის ხსოვნის გაცოცხლება, ივიკოსი, რომელსაც უზომოდ უყვარდა საქართველო, სიცოცხლე და სპორტი.

დიდი მადლიერებით,

გოჩა ჭელიძე.

29 მაისი, 2015 წელი

Share on: