მოსწავლეები მოხუცების მხარდასაჭერად

სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ,,ევროპულ სკოლაში” რამდენიმე საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა.
ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან არსებულ მოხუცებულთა დღის ცენტრს და ძალიან თბილი და დაუვიწყარი ერთობლივი კონცერტი გამართეს. სააღდგომოდ მოსწავლეებმა მოხუცებს ტკბილეული გადასცეს საჩუქრად.

Share on: