მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია 2016

2016 წლის 18-19 მარტს  “ევროპულ სკოლაში“  ჩატარდა “მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“, რომელიც ორგანიზებული იყო “ევროპული სკოლის“, საერთაშორისო  ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“,  ბრიტანეთის საბჭოს,  ამერიკული საბჭოების,  “English Book in Georgia“-ისა  და  “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ მიერ.

კონფერენციის მზადებისას საორგანიზაციო კომიტეტი გაეცნო საქართველოსა და აზერბაიჯანის  20 სხვადასხვა სკოლიდან შემოსულ 70 პროექტს.

18 მარტს ხუთი სხვადასხვა სექციის კომისიის წევრებმა  შერჩეული 44 პროექტი მოისმინეს. მათ შორის გამოავლინეს  16 საუკეთესო.

19  მარტს პლენარულ სხდომაზე საორგანიზაციო კომიტეტმა მოისმინა პროექტები  და დაასახელა გამარჯვებულები.

  I  ადგილი  –  გამოვლინდა 2 გამარჯვებული:

  ჰუმაი მამადოვა  –  “ევროპული სკოლის“ IB სექტორი, თბილისი.

“დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის” მიერ დაჯილდოვდა დიდ ბრიტანეთში ენის შემსწავლელი 2 კვირიანი კურსის საგზურით.

  მარიამ ბიჭოშვილი  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ.რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზია.

“English Book in Georgia”-ს  მიერ დაჯილდოვდა დიდ ბრიტანეთში ენის შემსწავლელი 2 კვირიანი კურსის საგზურით.

  II  ადგილი –  გამოვლინდა 2 გამარჯვებული:

  გრიგოლ ვერულაშვილი  –  გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, ქუთაისი;

  გიორგი მაჭარაშვილი –    “ევროპული სკოლა“, თბილისი;

მათ  მოიპოვეს  “English Book in Georgia”-სა და “ევროპული სკოლის“  მიერ დაწეესებული TOEFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი 3-თვიანი ენის სასწავლო კურსზე (თბილისში) სწავლისა და ტესტის დაფინანსება.

  III ადგილი  – გამოვლინდა სამი გამარჯვებული:

  ტაჰირა ვალიევა  –  “ევროპული სკოლის“ IB სექტორი, თბილისი;

  იუსიფ ალიზადა –  European Azerbaijan School, ბაქო;

  დავით კიკორია – “ევროპული სკოლა“ , თბილისი;

გამარჯვებულებს  გადაეცათ “დავით ბეჟუაშვილის ფონდის“ მიერ დაწესებული ლეპტოპები.

  სპეციალური  წამახალისებელი  ჯილდოები  გადაეცათ:

   1. “ბრიტანული საბჭოს“ მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა ნუცა მარგიშვილს.  “ევროპული სკოლის“ ამერიკული  High School, თბილისი;

2. “English Book in Georgia”-ს  მიერ დაწესებული ენის შემსწავლელი კურსზე სწავლის დაფინანსება მოიპოვეს “ევროპული სკოლის“ IB სექტორის მოსწავლეებმა – ლაშა კობაიძემ და ადრიან ჩეშკოვსკიმ.

Share on: