მოსწავლეთა პროექტების საერთაშორისო კონფერენცია 2017

21-22 აპრილს “ევროპულ სკოლაში” ჩატარდა ”მოსწავლეთა პროექტების საერთაშორისო კონფერენცია 2017”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მა მოსწავლემ  საქართველოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქიდან. კონფერენციის პირველ დღეს მოსწავლეებმა მათ მიერ შერჩეულ სექციებში წარადგინეს პროექტები. დღის ბოლოს კი კომისიის წევრებმა გამოავლინეს მეორე ტურში გადასული 14 მონაწილე. 22 აპრილს ჩატარებულ პლენარულ სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა მრავალფეროვანი პროექტები სოციალური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ლიტერატურისა თუ ხელოვნების მიმართულებით. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნორჩი გამომგონებლები, დიზაინერები, ბიზნეს პროექტების, სცენარის, ფილმის, ნოველების ავტორები, რეჟისორები თუ მკვლევარები.

კონფერენციამ სერიოზული საგანმანათლებლო სამუშაო  ჩაატარა პროექტული სწავლების კუთხით: იყო გამოცდილების გაზიარება, მეგობრულ ატმოსფეროში  ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება, ინტელექტუალური თუ სპორტული თამაშობები, რამაც უფრო დაახლოვა თანატოლები.

შაბათს გამართულ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. პრიზიორებს კი-კონფერენციის სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები:

“English Book in Georgia”-ის მიერ დაწესებული _  საზაფხულო სკოლა საქართველოში – გადაეცა უშგულელ მოსწავლეს, მარიანა ჩარქსელიანს და თბილისისს 51-ე სკოლის მოსწავლეს, ალექსანდრე მძელურს;

”ბრიტანეთის საბჭოს”  მიერ დაწესებული  – ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლა საქართველოში –   გადაეცა რუსთავის 24-ე სკოლის მოსწავლეს, მარიამ ენუქიძეს;

”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის GIG”-ის მიერ დაწესებული ლეპტოპი გადაეცა თბილისის 64-ე სკოლის მოსწავლეს ტიგრან თრჩუნიანს;

”ევროპული სკოლის” მიერ დაწესებული პრიზი –  TOEFEL-ის ტესტისთვის მოსამზადებელი 3 თვიანი კურსი და TOEFEL-ის გამოცდის  სარეგისტრაციო ვაუჩერი –  გადაეცათ ”ევროპული სკოლის” მოსწავლეებს:  ქეთევან წურწუმისა და ნინო კობაიძეს;

“English Book in Georgia”-ს მიერ დაწესებული პრიზი, ენის შემსწავლელი 2 კვირიანი კურსი დიდ ბრიტანეთში, გადეცა ”ევროპული სკოლის” მოსწავლეს, ქეთი გაბაიძეს;

ენის შემსწავლელი 2 კვირიანი კურსი დიდ ბრიტანეთში, დაწესებული ”დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის” მიერ,  გადეცა “New School”-ის მოსწავლეს, ანა ჯიშკარიანს.

Share on: