მოსწავლეთა 70-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენცია

2016 წლის 23 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა მოსწავლეთა 70-ე  სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდნენ VIII-XII კლასების მოსწავლეები და რომლის მიზანი  იყო  მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევის, ანალიტიკური უნარის გამოვლენა,  საკუთარი ნააზრევის წარმოჩენა. კონფერენციის მუშაობაში   “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, ტრადიციისამებრ,  აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. მათ  თავიანთი ნაშრომები წარადგინეს: ქართული ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებში, ისტორიასა კინო-ფოტოხელოვნების სექციაში.

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის I ხარისხის დიპლომით ქვეყნის მასშტაბით დაჯილდოვდა 350 მოსწავლე, მათ შორის 23 მოსწავლე “ევროპული სკოლიდან“: ანა გვერდწითელი, ანი ღვინიაშვილი, მარიამ გობიანიძე – ბიოლოგიაში;  ირაკლი ბეჟუაშვილი, გიორგი დიასამიძე – ქიმიაში;  გიორგი ჯავახიძე, თორნიკე ხუბულური – მათემატიკაში; გიორგი ლელუაშვილი,  ირაკლი თუთბერიძე, დავით კიკორია, გიორგი მაჭარაშვილი – ფიზიკაში; მაია ბერიაშვილი, სოფიო ჭყონია, გიორგი კიკორია, ნინო როხვაძე, გიორგი მაჭარაშვილი,  გიორგი ვეკუა – ინფორმატიკაში; გიორგი მაჭარაშვილი – ინგლისურ ენაში; ანა ახალაია, რუსულ ენაში- მეკან განდიმოვი, რომელიც დაჯილდოვდა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სიგელით; ანა დოლიძე – ფრანგულ ენაში; თამარ ღაძაძე, გიორგი მაჭარაშვილი, ნინა ზიგერი – გერმანულ ენაში, ანი ჯაფარიძე – კინო-ფოტო სექციაში.

II ხარისხის დიპლომები გადაეცა “ევროპული სკოლის” 17 მოსწავლეს, მონაწილეობის სიგელი  1 მოსწავლეს. სექციური მუშაობის პროცესში ჟიურის წევრებმა ხაზი გაუსვეს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების მიერ წარდგენილი თემების აქტუალობას, სიახლეს, კვლევით და ექსპერიმენტულ ხასიათს.

მოსწავლეებისთან ერთად  მადლობის ფურცლით დაჯილდოვდა ევროპული სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი; 8 მასწავლებელი, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით მუშაობას.  სპეციალური სიგელებით სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციების მუშაობაში წლების განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა  სკოლის 9 მასწავლებელი: ბუციკო  ჩხარტიშვილი, პეტრე ბაბილუა, შორენა აბესაძე, დავით ნოზაძე, ხათუნა კაპანაძე, მაია რევია, მაია გოგოლაძე, ირინა გამსახურდია.

წლევანდელი 70-ე კონფერენცია განსაკუთრებული აღმოჩნდა “ევროპული სკოლისათვის“. XII კლასის მოსწავლეებმა, ნიკოლოზ გოზალიშვილმა მათემატიკის სექციაში და გიორგი დიასამიძემ ქიმიის სექციაში წლების მანძილზე აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის დაიმსახურეს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სპეციალური სიგელი. განსაკუთრებულად სასიხარულოა “ევროპული სკოლის“ მეათე კლასის მოსწავლის გიორგი მაჭარაშვილის მიერ 4 მიმართულებით I ხარისხის დიპლომის მოპოვება, რაც ასევე აღინიშნა  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სპეციალური სიგელით. ისინი საქართველოს მასშტაბით იმ 6 მოსწავლეთა შორის არიან, რომლებმაც ეს საპატიო ჯილდო დაიმსახურეს.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

Share on: