მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი

28-30 სექტემბერს განათლების საერთაშორისო ექსპერტის, კენ რობინსონის მიერ ინიცირებულ და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტს, რომელიც   გულისხმობს გაკვეთილზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას, შეუერთდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში  გაკვეთილი ჩატარდა საქართველოს 30-მდე სკოლაში, მათ შორის “ევროპულ სკოლაში.“ 
  გაკვეთილი ჩატარდა მერვე კლასის მოსწავლეთათვის. პროექტის საერთაშორისო ხასიათიდან გამომდინარე ის წარიმართა ინგლისურ ენაზე. გაკვეთილს უძღვებოდნენ გეოგრაფიის მასწავლებელი ალექსანდრე გიორგიძე და ინგლისური ენის მასწავლებლები ნანა ცანავა და ეკა ჟღენტი. მოსწავლეებმა იმსჯელეს მსოფლიოში არსებული გლობალური პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

Share on: