მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი

  “ევროპულმა სკოლამ“ მონაწილეობა მიიღო პროექტში “მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი”, რომელიც გაეროს ეგიდით ტარდება და  პარალელურად მიმდინარეობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ათეულ ათას სკოლაში. გაკვეთილი ჩაატარეს გეორაფიისა და ინგლისურის პედაგოგებმა: ალექსანდრე გიორგიძემ და ნანა ცანავამ  8 ა კლასისმოსწავლეებთან. 

  კენ რობინსონის ინიცირებული და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი  გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას, რომელიც  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას ემსახურება. “მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ (The World’s Largest Lesson) – ასე ეწოდა ზემოაღნიშნულ გაკვეთილს. ის  ტარდება  ერთდროულად კონკრეტულ დღეებში მსოფლიოს უამრავი ქვეყნის სხვადასხვა სკოლაში.

  გაკვეთილს ესწრებოდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი ქალბატონი ნონა პოპიაშვილი. გაკვეთილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის აიტვირთება სპეციალურ ვებ გვერდზე. 


Share on: