მსოფლიო სურსათის დღე 2016

20 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ IB  სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  ,,მსოფლიო სურსათის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში. მათ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიმართულებით ახალი თაობის ხედვა წარმოადგინეს.

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ. ღონისძიების  ძირითადი თემა კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან სოფლის მეურნეობის ადაპტირების მნიშვნელობა გახლდათ.

Share on: