ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს ვიზიტი ევროპულ სკოლაში

ვიზიტის ფარგლებში სკოლაში გაიხსნა ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია. შეხვედრაზე  ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლისა  (IB) და ამრიკის უმაღლესი სკოლის (AHS) მოსწავლეებთან საუბარი შეეხო  ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს, არსებული გამოწვევებსა თუ პერსპექტივებს. შეხვედრაზე მათ მოისმინეს ევროპულ სკოლაში ნატოს კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის “წერილი ნატო-ს გენერალურ მდივანს“ გამარჯვებულ მოსწავლეთა მიმართვები გენერალური მდივნისადმი, მათი მოლოდინები საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. მარიამ გობიანიძეს (XI IB DP), ანა ბზიკაძეს (VIII IB MYP), გიორგი ლელუაშვილსა (X კლ.) და ნინი როხვაძეს (X კლ.) ბატონმა უილიამ ლაჰიუმ და ქალბატონმა ელენე გოცაძემ გადასცეს  სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. ვიზიტი შედგა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით.

Share on: