ნახატების კონკურსი "ჩემი ოცნების სკოლა“ დასრულდა!

“ევროპული სკოლის“ დირექტორის, ქ-ნ ნანა მოსიძის ინიციატივით, ჩვენი სკოლის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა მოსწავლეთა ნახატების კონკურსი “ჩემი ოცნების სკოლა“.

სპეციალური ბრძანებით შეიქმნა კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი, ჩამოყალიბდა კონკურსის დებულება და პროგრამა, დამტკიცდა ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

1. ნოდარ გოგოლაშვილი – მხატვარი, საერთაშორისო გამოფენების მონაწილე, “ევროპული სკოლის“ ხელოვნების პედაგოგი;

2. ანა მინდიაშვილი – მხატვარ-მონუმენტალისტი, საერთაშორისო გამოფენების მონაწილე,  “ევროპული სკოლის“ ხელოვნების პედაგოგი, ხატვის სტუდიის  ხელმძღვანელი;

3. ნინო ტაბეშაძე –  ხელოვნებათმცოდნე, კულტურის კვლევათა დოქტორი , “ევროპული სკოლის“  პედაგოგი;

4. თამარ ხოსროშვილი – მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, გ.ჩუბინაშვი-ლის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის  მეცნიერ-თანამშრომელი, “ევროპული სკოლის” ხელოვნების პედაგოგი;

5. ნინო ხუნდაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების კოლექციების კონსერვატორი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელოვნებისა და სპორტის  ჯგუფის ხელმძღვანელი, სახელმძღვანელოს  ავტორი,”ევროპული სკოლის” ხელოვნების პედაგოგი;

6. თამარ ჯაყელი – მხატვარი,ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა

პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის “ტრენერთა სკოლის” მენეჯერი, სახელმძღვანელოების ავტორი, საერთაშორისო გამოფენების მონაწილე, “ევროპული სკოლის“  ხელოვნების პედაგოგი;

ჟიურის ხელმძღვანელობდნენ:

  ქეთი მატაბელი – ცნობილი მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი,  თბილისის საპატიო მოქალაქე, პრემია “ქართული სულისა“ და ოქროს მედლის მფლობელი (თავმჯდომარე);

  ირინე კოშორიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური  განყოფილების კურატორი (თავმჯდომარის მოადგილე).

დებულების თანახმად   კონკურსი  2 ტურად ჩატარდა.

კონკურსის პირველ ტურში მონაწილეებმა წარმოადგინეს მეტად საინტერესო ნახატები თემაზე: “ჩემი სკოლა 2050 წელს“. ამ ტურში მონაწილეობა მიიღო “ევროპული სკოლის“ 60-მა მოსწავლემ. ჟიურის გადაწყვეტილებით  მეორე ტურში გადავიდა 26 საუკეთესო ავტორი.

9 დეკემბერს სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა კონკურსის მეორე, მეტად უჩვეულო ტური. ჩვენ წინაშე წარსდგა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა ორკესტრი, რომელმაც მრავალფეროვანი პროგრამა შემოგვთავაზა. ჩვენმა კონკურსანტებმა კი მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებების შთაბეჭდილებებით შექმნეს ნახატები თემაზე: “მუსიკა ფერებით, ხაზებით, ფორმებით“.

“ევროპული სკოლის“   საგამოფენო სივრცეში გაიხსნა შემაჯამებელი გამოფენა. სტუმრებმა  საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები იხილეს.

კონკურსის ჟიურის  ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად გადაწყდა,რომ  მეორე ტურში მონაწილე ყველა კონკურსანტს გადაეცეს დიპლომი მიღწეული წარმატებისათვის, ხოლო გამორჩეული ნახატების ავტორებს – დიპლომები საუკეთესო ნამუშევრებისათვის.

ნახატების კონკურსში “ჩემი ოცნების სკოლა“ გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონია ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში შედგა. ცერემონიას მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ მშობლები, მოწვეული სტუმრები.

ცერემონია გახსნა “ევროპული სკოლის“ ახლადშექმნილმა ფოლკლორულმა ჯგუფმა (ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი).

სიტყვით გამოვიდნენ:

ქ-ნი თამარ ჯაყელი –  კონკურსის ჟიურის წევრი;

ქ-ნი ქეთი მატაბელი –  ჟიურის თავმჯდომარე;

ქ-ნი ნანა მოსიძე – “ევროპული სკოლის“ დირექტორი;

მათ მიულოცეს მოსწავლეებს გამარჯვება და მომავალი წარმატებები უსურვეს.

კონკურსში მიღწეული წარმატებისათვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ:

1. თორნიკე ბუცხრიკიძე  – II ბკლასი ;

2. მიშიკო გაბაიძე  -MYP VI B კლასი;

3. თინათინ გაჩეჩილაძე – IV ბკლასი;

4. ნიკოლოზ გერსამია  -PYP IV A კლასი;

5. ნიკოლოზ გიგიბერია  -MYP  VI A კლასი;

6. ისკო დასენი  -PYP IV A კლასი;

7. დეფნე დემირაღ  -PYP IV B კლასი;

8. ნინი დუმბაძე -MYP VIII კლასი;

9. ლუკა არმანდ ანდრეა ევანნო  -PYP III B კლასი;

10. ქეთევან თარგამაძე  -PYP III B კლასი;

11. ცეზარ დანიელ იაკობი  -PYP III B კლასი;

12. ალექსანდრე კერვალიშვილი  -IV ბკლასი;

13. ანდრია კირვალიძე  -PYP IV A კლასი;

14. სოფია მალიი -PYP IV B კლასი;

15. მერიემ მელექი  -MYP VI B კლასი;

16. კონსტანტინე ნარმანია -II ბ კლასი;

17. ტატიანა რევიშვილი -III ბ კლასი;

18. გიორგი სადოევი -V ბ კლასი;

19. ნუცა ქამუშაძე -III ბ კლასი;

20. დეა ქურციკიძე -MYP VI B კლასი;

21. კესო ღურწკაია -III ა კლასი;

22. ნუცა შავგულიძე -Vა კლასი;

23. სიწ ჭანგ -PYP IV B კლასი.

საუკეთესო ნამუშევრებისათვის სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ:

1. დიმიტრი დუმბაძე  – MYP VII A კლასი;

2. ნიაზ მაჰდავი იზადი – MYP VI A კლასი;

3. ანასტასია ცქვიტინიძე – VI ბ კლასი.

კონკურსის საუკეთესო ნამუშევრებით სკოლა საახალწლო მისალოც ბარათებს დაამზადებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და  გემშვიდობებით მომავალ კონკურსამდე!!!

კონკურსის საორგანიზაციო  ჯგუფი

Share on: