პატარები ვალენტინობის დღესასწაულზე
14 თებერვალს “ევროპულმა სკოლამ“ სიყვარულის დღე, ვალენტინობა, აღნიშნა. პირველკლასელებმა სკოლის სამზარეულოში გულის ფორმის ორცხობილები გამოაცხვეს და თანატოლებს გაუმასპინძლდნენ. ანგელოზის ფორმაში გამოწყობილმა პირველკლასელებმა სკოლის შესასვლელში სიყვარულის ისრები დაარიგეს.