პეტრე ბაბილუა - მენტორი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში “ევროპული სკოლის“ მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მათემატიკის პედაგოგ პეტრე ბაბილუას მიენიჭა მენტორის წოდება. მენტორის სერტიფიკატის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა 10 ნოემბერს, “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში. ცერემონიალს სკოლის პედაგოგიურ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი, ექსპერტ-კონსულტანტი სოფიო ლობჟანიძე, ვაკე-საბურთალოს რესურსცენტრის უფროსი ხათუნა მაჭარაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ელიზბარ ნადარაია.
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებულ 9 მენტორს შორის ერთ-ერთი ჩვენი სკოლის პედაგოგი პეტრე ბაბილუაა.

Share on: