პირველი TEDx კონფერენცია ქართველი მოსწავლეების მონაწილეობით ევროპულ სკოლაში
საქართველოს სკოლებს შორის პირველმა ევროპულმა სკოლამ მიიღო TEDx-ის ლიცენზია. კონფერენცია სახელწოდებით “TEDxIBEuropeanSchool” დაიწყება15 ივნისს 16:00 საათზე სკოლის სააქტო დარბაზში.
კონფერენციის თემა ”ახალგაზრდების გამოწვევები”.
TED (ტექნოლოგია, გართობა, დიზაინი) წარმოადგენს კონფერენციების გლობალურ ქსელს, რომლის შექმნის მიზანია, “გაავრცელოს ღირსეული იდეები”.
პირველი TED ღონისძიება ჩატარდა 1984 წელს, 1990 წლიდან კი იგი ყოველწლიურად იმართება ლონგ ბიჩზე კალიფორნიაში, ფალმ სფრინგში და ედინბურგში. თავდაპირველად კონფერენციებზე მოხსენებები კეთდებოდა ტექნოლოგიისა და დიზაინის სფეროში, თუმცა დღეს იგი მოიცავს მეცნიერებისა და კულტურის თითქმის ყველა დარგს. მომხსენებლები მაქსიმუმ 18 წუთის ინტერვალში გადმოსცემენ საკუთარი იდეებს ყველაზე ინოვაციური და საინტერესო ფორმებით და მათ მსმენელების შთაგონება და დიალოგის ინსპირირება ევალებათ.
TED კონფერენციის მონაწილეები არიან: ბილ კლინტონი, ალ გორი, გორდონ ბრაუნი, ბილ გეიტსი, მრავალი ნობელის პრემიის ლაურეატი, მეცნიერები, დიზაინერები, ინტელექტუალები. ვინაიდან ამ კონფერენციებისადმი ინტერესი დიდი იყო და ყველა მსურველს არ ჰქონდა დასწრების საშუალება, გაჩნდა შესაძლებლობა მსგავსი ღონისძიებების დაგემვისა ადგილობრივ დონეზე-სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნირო, ხელოვნებისა თუ ბიზნეს წრეეებში. ამ ღონისძიებებს TEDx ღონისძიებები ეწოდება. ისინი დამოუკიდებლად არიან ორგანიზებულნი ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ, თუმცა აუცილებლად ლიცენზირებულნი, ინარჩუნებენ TED კონფერენციის სულისკვეთებას და ემსახურებიან საინტერესო, ღირსეული იდეების გავრცელებას მსოფლიოს უკეთესი მომავლის შენებისათვის.