სააღდგომო ნამუშევრები “ფაბლაბში“
დაიწყო სააღდგომო მზადება “ევროპულ სკოლაში.“ მოსწავლეებმა დეკორატიული სააღდგომო კვერცხები თანამედროვე მეთოდებით “ფაბლაბში“ მოამზადეს.
ქართული პროგრამის მესამე კლასელებს “ფაბლაბში“ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ და ხელოვნების გაკვეთილზე შესრულებული ნამუშვრები ჯერ ციფრულ ფაილებად გარდაქმნეს, შემდეგ კი ლაზერული მჭრელის საშუალებით ხეზე გადაიტანეს. ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა საკუთარი ხელით სააღდგომო კვერცხების დამზადება.