საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გეპატიჟებათ გამოფენაზე "საბჭოთა წარსული თბილისის ჩრდილებში“

 

  გამოფენა მოეწყობა  ევროპულ სკოლაში საერთაშორისო განყოფილების (IB)  ბიბლიოთეკაში     (მე- 6  სართული).

  გამოფენაზე წარმოდგენილია  საბჭოთა მმართველობის პერიოდში თბილისში მომხდარი 20 მნიშვნელოვანი მოვლენისა და პროცესის ამსახველი ფოტოსურათი. ფოტომონტაჟის მეშვეობით დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ისტორიული კადრები იმავე ადგილის თანამედროვე პანორამაში დაინახოს.

  პროექტი განხორციელდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია, წახალისდეს მსჯელობა თემაზე – როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება ჩვენი უახლესი ისტორიის შესახებ და გავაცნობიეროთ, როგორ და რატომ იცვლება სივრცე, რომელშიც ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა.

  ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, 1515 საერთაშორისო განყოფილების (IB)  ბიბლიოთეკაში სწორედ ამ თემაზე გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელი ირაკლი ხვადაგიანი.

Share on: