საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაში (პირველი კურსი) მიღების პროცედურები

საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი პროცედურა:

  • პერსონალური ესე(ინტერვიუმდე)
  • გამოცდა ინგლისურში
  • გამოცდა მათემატიკაში
  • პირადი ინტერვიუ

გამოცდების განრიგი შემდეგია:

17:00 26 აპრილი 2013 წელი

პერსონალური ესეს წარმოდგენა

13:00 29 აპრილი 2013 წელი

მათემატიკის გამოცდა

14:30 29 აპრილი 2013 წელი

ინგლისურის გამოცდა

09:30-16:30 1 მაისი 2013 წელი

ინტერვიუები

17:00 14 ივნისი 2013 წელი

პერსონალური ესეს წარმოდგენა

10:00 17 ივნისი 2013 წელი

მათემატიკის გამოცდა

11:30 17 ივნისი 2013 წელი

ინგლისურის გამოცდა

17:00 26 აგვისტო 2013 წელი

პერსონალური ესეს წარმოდგენა

10:00 27 აგვისტო 2013 წელი

მათემატიკის გამოცდა

11:30 27 აგვისტო 2013 წელი

ინგლისურის გამოცდა

მსურველები, რომლებიც ვადებში ვერ ჩაეტევიან, გაივლიან ჩარიცხვის პროცედურას გარემოებების გათვალისწინებით.

ინტერვიუების დრო- შეთანხმებისამებრ გამოცდების შემდეგ.

პერსონალური ესე გადმოგზავნილ უნდა იქნას გამოცდამდე მინიმუმ ორი დღით ადრე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე r.thorn@europeanschool.com

ეს იქნება მოკლე (600 სიტყვა) ესე სამ ნაწილად:

ნაწილი 1 (დაახლოებით 400 სიტყვა ): დაახასიათეთ თქვენი თავი სწავლის კუთხით სკოლაში და სკოლის გარეთ, თქვენი სამომავლო გეგმები, სურვილები და ამ სურვილების განხორციელების გზები.  

ნაწილი 2 (დაახლოებით 100 სიტყვა): გამოკვეთეთ ერთი სოციალური პრობლემა (ლოკალური/რეგიონალური/გლობალური). აღწერეთ, რას მოიმოქმედებდით, როგორც მოსწავლე, პრობლემის მოსაგვარებლად, სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

ნაწილი 3 (დაახლოებით 100 სიტყვა): თემატიკაზე“კვერცხები“ დასვით შეკითხვა და აღწერეთ, რისი გამოკვლევა გსურთ პრაქტიკულად ერთი ან მეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა).

მათემატიკის გამოცდა – ამ გამოცდის დახმარებით დადგინდება მოსწავლის უნარები მათემატიკაში და მასალა, რომელიც მოსწავლეს არ აქვს გავლილი წინა სკოლაში. გამოცდა გრძელდება ერთი საათი. საგამოცდო ტესტის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ინგლისურის გამოცდა ამ გამოცდით შემოწმდება წაკითხულის გააზრება, წერის უნარები, ლექსიკური მარაგი და გრამატიკის ცოდნა. გამოცდა გაგრძელდება 1 საათი.

ინტერვიუები: ინტერვიუ გაგრძელდება 20 წუთი. გამოვლინდება მოსწავლის კომუნიკაციის (საუბარი, მოსმენა) უნარი პესონალური ესეს საკითხების ირგვლივ საუბრის გზით, სწავლისადმი მიდგომა. ინტერვიუს მსვლელობისას განიხილება მათემატიკის და ინგლისურის გამოცდის შედეგები.

მიღების პროცედურები სასარგებლო იქნება მოსწავლისთვის. გვაქვს სურვილი, კონკურსანტებს შორის ვიხილოთ აქტიური მამოძრავებელი ძალის მქონე, ინიციატივიანი, კრეატიული, დისციპლინირებული და არა უბრალოდ სრულყოფილი ინგლისურის და მათემატიკის მცოდნე მოსწავლეები. ჩვენ მივიღებთ მხედველობაში გამოცდის სტრესულ ფაქტორს და მათემატიკის საგამოცდო ტესტში ისეთი საკითხების არსებობას, რომელიც, სავარაუდოდ, ზოგიერთი სკოლის მოსწავლისთვის შეიძლება უცხო იყოს.

მიღება საერთაშორისო ბაკალავრიატის მეორე კურსზე(მე-12 კლასი)

თუ მოსწავლე სხვა სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამიდან გადმოდის და ჩვენ გვაქვს საშუალება, შევთავაზოთ სასურველი საგნები და დახმარება დიპლომის მისაღებად, მოსწავლეს მივიღებთ ინტერვიუს საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ქეთევან მაღლაკელიძე

IB DP -ს კოორდინატორი

Email: kate.maglakelidze@europeanschool.ge

Tel: +995 599 920008

რობერტ თორნი

საერთაშორისო სექტორის ხელმძღვანელი

Email: r.thorn@europeanschool.ge

Tel: +995 599 007676

Share on: