საზოგადოებრივი პროექტების პრეზენტაცია
29 აპრილს ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (MYP) ფარგლებში ჩატარდა მე-9 კლასის მოსწავლეთა საზოგადოებრივი პროექტების პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წარადგინეს 2 ინდივიდუალური და 3 ჯგუფური პროექტი:
1) ჟურნალისტიკა – თანამშრომლობა ევროპული სკოლის ვებ-გვერდთან;
2) უმცირესობები საქართველოში;
3) ინგლისური ენის სწავლება ბავშვთა სახლში;
4) პლასტმასის გამოყენების შედეგები-პლასტმასის საწინააღმდეგო კამპანია;
5) მოხალისეობა “კარიტასში“.
პროექტების მსვლელობისას, რომელმაც 6 თვეს გასტანა, მოსწავლეებმა გაიარეს კვლევის, აქტივობისა და რეფლექსიის ფაზები, განივითარეს სამომავლო აკადემიური წარმატებებისთვის საჭირო უნარები, გააცნობიერეს, რომ რეალური სამყაროს რეალური მოთამაშეები არიან და შეუძლიათ სხვათა ცხოვრებაში დადებითი ცვლილებების შეტანა.