სათხილამურო ბანაკი
“ევროპული სკოლა“  სპორტული სათხილამურო სკოლის ,,ჩვენი სკოლა-IOSKI“  ბაზაზე გთავაზობთ შეკრებას ბაკურიანში, სადაც 15 წლამდე მოსწავლეები შეისწავლიან თხილამურებზე სრიალს და შეიქმნიან დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.
შეკრების ხანგრძლივობა : 11 დღე, 10 ღამე (4 – 14 იანვარი);
შეკრების ადგილი : ბაკურიანი, სასტუმრო “თეთრი სახლი“;
მომსახურება:
- მგზავრობა: თბილისი- ბაკურიანი, ბაკურიანი-თბილისი;
 - კომფორტული საცხოვრებელი;
 - სამჯერადი კვება;
 - საბაგიროს ბილეთი (დიდველი, კოხტა, ტატრა),მგზავრობა საბაგირომდე.
 - სათხილამურო აღჭურვილობა (თხილამური, ბათინკი, ჯოხი, ჩაფხუტი);
 - ინსტრუქტაჟი (დღეში 4 საათის განმავლობაში);
 - გართობა – სპორტდარბაზი, სპექტაკლები, ხელსაქმე, კარაოკე, კინოჩვენებები, ინტელექტუალური თამაშები, შემეცნებითი საღამოები.
 
საკონტაქტო პირი: მაკა ნაკაიძე
ელ-ფოსტა: m.nakaidze@europeanschool.ge
მობილური: 597 999 614