საინტერესო გამოფენა "ევროპულ სკოლაში“

  30 ნოემბერს “ევროპული სკოლის“  საგამოფენო დარბაზში გაიხსნა თვითნასწავლი კერამიკოსის,  ნანა მჭედლიშვილის,  ნამუშევართა გამოფენა.

  გამოფენის გახსნას მოწვეული სტუმრები, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

  გამოფენა გახსნა “ევროპული სკოლის“ ხელოვნების პედაგოგმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების კოლექციების კონსერვატორმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელოვნებისა და სპორტის  ჯგუფის ხელმძღვანელმა, სახელმძღვანელოს  ავტორმა ნინო ხუნდაძემ. მან დამსწრეთ გააცნო თვითნასწავლი კერამიკოსის ბიოგრაფია, ისაუბრა მის შემოქმედებაზე, მომავალ გეგმებზე.

  გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: ქ-ნი ნანა მოსიძე – “ევროპული სკოლის“ დირექტორი, ქ-ნი სვეტლანა ლამბრიანოვა – “ევროპული სკოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ქ-ნი ნანული ჭავჭანიძე – პროფესიონალ ქალთა ასოციაცია “100 ქართველი ქალის“ პრეზიდენტი. მათ მიულოცეს ქ-ნ ნანა მჭედლიშვილს მეტად საინტერესო გამოფენის წარმოდგენა და მომავალი წარმატებები უსურვეს შემოქმედებით ცხოვრებაში.

  ქ-მა ნანა მჭედლიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა “ევროპული სკოლის“ ხელმძღვანელობას მასპინძლობისათვის და დამსწრე საზოგადოებას – გამოფენის გახსნაზე მობრძანებისათვის.

  გამოფენა “ევროპულ სკოლაში“ 3 დეკემბრამდე გასტანს.

  “ევროპულის სკოლის“ ადმინისტრაცია

Share on: