საქართველოს დელეგაცია ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
5-12 ივლისს ქალაქი სოფია ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, სადაც საქართველოს მასშტაბით შერჩეული მოსწავლეთა ნაკრები პირველად იღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან “ევროპული სკოლის” მოსწავლეები: გიორგი მაჭარაშვილი – გუნდის კაპიტანი და ნიკოლოზ გოზალიშვილი – დამკვირვებელი.
ტურნირს მოწვეული ჟიურის წევრის რანგში ესწრება პეტრე ბაბილუა – ევროპული სკოლის მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი, თსუ-ს პროფესორი.
წარმატებას ვუსურვებთ მათ!