სიახლეები

პატარა ხელებით და დიდი გულით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი დედამიწისთვის
24 May 2025ჩვენი ბაღის პატარებმა დედამიწის დღე სიხარულითა და სიყვარულით აღნიშნეს! ისინი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში, როგორიც არის ეკო-აქტივობები, მცენარის დარგვა და მოვლა, ხელნაკეთობების დამზადება მეორეული გამოყენების მასალებისგან და ასე შემდეგ. გვჯერა, რომ თითოეულ პატარა ხელს დიდი ცვლილება მოიტანა შეუძლია!

“ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ“
18 May 2025ქართული პროგრამის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ ღონისძიებაში “ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ“, რომელიც ამჯერად იტალიას მიეძღვნა.

“ევროპული სკოლის“ გუნდი წარმატებით გამოვიდა ჭადრაკის ოლიმპიადის პირველ ეტაპზე
28 Apr 202512 აპრილს გაიმართა საქართველოს მეორე სასკოლო ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჭადრაკში — “ნონა გაფრინდაშვილის თასი“, სადაც წარმატებით იასპარეზა ევროპული სკოლის გუნდმა.

14 აპრილი, დედა ენის დღე!
25 Apr 2025დედა ენის დღის აღსანიშნავად, ევროპულ სკოლაში მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები გაიმართა: თემატური გაკვეთილები, შემოქმედებითი გამოფენები, მოსწავლეთა პრეზენტაციები და ლიტერატურული კონკურსები. კვირეული კი საზეიმო კონცერტით დაგვირგვინდა, სადაც მოსწავლეებმა ქართული სიტყვა მუსიკით, პოეზიითა და ცეკვით გააცოცხლეს.

ევროპული სკოლისთვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია
16 Apr 202515 და 16 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ შემოვიდა მუქარის შემცველი შეტყობინებები სავარაუდო ბომბის აფეთქების საფრთხეზე ჩვენს შენობებში. სრულად ვაცნობიერებთ, რამდენად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია, თუმცა გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია.

აუტიზმის დღე
06 Apr 2025აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღის ფარგლებში, სკოლის ფსიქოლოგმა მეხუთე კლასის მოსწავლეებს აუტისტური სპექტრის თავისებურებები გააცნო. საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა არის აუტიზმი, რა სირთულეებს აწყდებიან ადამიანები აუტისტური სპექტრით და რა უნიკალური შესაძლებლობები აქვთ მათ.

კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგია
31 Mar 202528 მარტს ქართული პროგრამის ასამბლეა გაიმართა თემაზე “კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგია". ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-8 კლასელებმა, რომელთა სტუმარი იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, ანი ჯანუყაშვილი.

“ევროპულმა სკოლამ“ და ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა საზოგადოებამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
29 Mar 2025“ევროპულ სკოლაში“ გაიმართა ახალგაზრდა ექიმ მეცნიერთა საზოგადოებამ წარმომადგენლების, ენდოკრინოლოგ ნინო ბერეკაშვილისა და ელენე შალაშვილის შეხვედრა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებთან.