სკოლის ბიბლიოთეკის დღე

27 ოქტომბერს ევროპული სკოლის ქართული პროგრამის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა აღნიშნეს “სკოლის ბიბლიოთეკის დღე“.  ბუნებრივია, ღონისძიება დაიგეგმა ჩვენი  სკოლის ბიბლიოთეკაში.

მეოთხეკლასელმა მოსწავლეებმა პატარებს წაუკითხეს ზღაპრები;  ბიბლიოთეკარმა  ნინო კახიანმა პირველკლასელ მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკაში გაწევრიანების წესები, წაუკითხა ზღაპარი,  გასაფერადებელად დაურიგა ნახატები.

რამდენიმე დღით ადრე მეოთხეკლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვია გაწევრიანებული ”ევროპული  სკოლის” ბიბლიოთეკაში და რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობენ ისინი. კვლევის შედეგების პრეზენტაცია სწორედ ამ დღეს გაიმართა. ასევე, უფროსკლასელებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს თავისი შექმნილი წიგნები. აუხსნეს, როგორ მუშაობდნენ წიგნზე.  დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

 

Share on: