სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა -Schoolbook

“ევროპული სკოლა“ ქართული პროგრამის მოსწავლეებს სთავაზობს “Innovators Group Georgia”-ს მიერ შექმნილ სკოლის მართვის ელექტრონულ სისტემა  Schoolbook-ს. ამ პროდუქტის დანერგვა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ელექტრონიზაციას, ციფრული კულტურის დამკვიდრებასა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას. Schoolbook არის არა მარტო ელექტრონული ჟურნალი, არამედ სკოლის მართვისა და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაც.

ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე  “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მოსწავლეთა მშობლებს  Schoolbook-ის აპლიკაციის მობილურ ტელეფონებში  ჩამოტვირთვის  საშუალება მიეცემათ, რომლითაც  რეგულარულად მიიღებენ  განახლებულ ინფორმაციას.

Share on: