ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული
კვირეულის პროგრამა
23 აპრილი
- კვირეულის გახსნა – “ვეპატიჟებით ყველას წიგნის ჯადოსნურ სამყაროში“. წიგნის კარვის პრეზენტაცია. 9 სთ. სკოლის იტალიური ეზო.
- თამაზ კვაჭანტირაძის “სასიტყვეთი“, 09:50 სთ. საკონფერენციო დარბაზი, ოთახი 59.
- აქცია “მე მიყვარს კითხვა“ – პოსტერები მოსწავლეებისათვის ცნობილი ქართველების ფოტოებით/”ჩემი საყვარელი წიგნის რეკლამა“. 13 სთ. სკოლის ფოიე.
- “ბუნების ვაჟასეული ხედვის თავისებურებანი“ და თანამედროვეობის ეკოლოგიური პრობლემები – მომხსენებელი მე-11ბ კლასის მოსწავლე ნიკა ელბაქიძე. მასწავლებელი თეკლა ბერაძე, კონსულტანტი – მაია კაპანაძე. პირველი სართულის საკონფერენციო. 15 სთ.
24 აპრილი
- ღია გაკვეთილი – “ბრბო და ადამიანი“ – მე-8ა კლასი, მასწავლებელი ლელა მელიქიშვილი. პირველი-მეორე გაკვეთილი, 9.00 სთ.
- შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი “ბარათაშვილი და ბაირონი“, მეცხრე კლასი, მასწავლებლები რუსუდან ბრეგაძე და ვიკა კუპრაშვილი, მეორე და მესამე გაკვეთილები, 9.50 სთ. პრაღის ოთახი.
- ღია გაკვეთილი – “ჩვენ ვართ მკითხველები და არა გადამკითხველები“ – მე-6 ბ კლასი, მასწავლებელი მელანო ილურიძე, მეექვსე გაკვეთილი, 13.15 წთ.
- “ბავშვები ბავშვებს” – ერთი სიმღერის გაკვეთილი (მე-11 კლასელი სამი მოსწავლე სიმღერით შეასწავლის ქართულ სიტყვებს MVP-ის მე-4 კლასელებს) – მასწავლებელები თეკლა ბერაძე და ლიკა ვეკუა. მესამე გაკვეთილი, 11.45 სთ.
- მეხუთე კლასის მოსწავლეების პროექტის პრეზენტაცია -“ეს5სარკეა”, მოსწავლეთა კრებულის პრეზენტაცია. მასწავლებლები თამარ ცაგარელი და ირინა კოჭლამაზაშვილი. მეოთხე გაკვეთილი, 11.35 წთ., ბიბლიოთეკა.
- ღია გაკვეთილი თემაზე: “ვეფხისტყაოსნის“ ალუზია აკა მორჩილაძის “წიგნში“ – მე-11 DP, მასწავლებელი თამარ ლომიძე, მე-7-მე-8 გაკვეთილები.
- “დაუვიწყარი შეხვედრები“ – შეხვედრა პოეტ რატი ამაღლობელთან. 15.00 სთ.
25 აპრილი
- ღია გაკვეთილი – “ვაჟკაცობისას ამბობენ“ – მე-11ბ კლასი, მასწავლებელი თეკლა ბერაძე, 1-ლი გაკვეთილი 9 სთ.
- “ვკითხულობთ უფროსებთან ერთად“. PYP მე-3 კლასი და მე-11ბ კლასის მოსწავლეები კითხულობენ “ტომ სოიერის თავგადასავალს“, მასწავლებელები თეკლა ბერაძე და ლიკა ვეკუა, 14 სთ., სკოლის ბიბლიოთეკა.
- “სალიტერატურო ენა და დიალექტები“ – მე-6ბ, გ და მე-7ა კლასების მოსწავლეების მცირე კვლევა. სტუმრები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული. მასწავლებელი მელანო ილურიძე, 13.15 სთ., საკონფერენციო, მეორე კორპუსი, ოთახი 42.
- პროექტი “ჩემი საყვარელი წიგნი“ (საყვარელი წიგნის წარდგენა და მიზანსცენის გათამაშება) და “ჩვენი პირველი ნაბიჯები“ – მე–6ა კლასის მოსწავლეების ჟურნალ “ზარდახშის“ პრეზენტაცია. მასწავლებელი რუსუდან ბრეგაძე. მეოთხე და მეხუთე გაკვეთილი. 12.05 სთ. სააქტო დარბაზი.
- “მოგზაურობა სიზმარეთში,” ანუ შეხვედრა გაცოცხლებულ პერსონაჟებთან ანასტასიასთან და გიორგისთან (დავით ზურაბიშვილის “მოგზაურობა სიზმარეთში“ მიხედვით) – მე-5 კლასი, მასწავლებელი თამარ ცაგარელი, 15 სთ. ბიბლიოთეკა.
26 აპრილი
ევროპული სკოლის “PENმარათონი“ – გასვლა სკოლიდან 10 სთ-ზე.
ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეულის განმავლობაში ევროპული სკოლა შემოგთავაზებთ გადაცემებს მხოლოდ ქართულ ენაზე. ამავე დროს შეგახსენებთ მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხებს.