ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის კვირეული
30 მარტი, ორშაბათი
კვირეულის გახსნა
08:45 – “გვესალმებიან ბერიკები“
09:00 – “ჩემი თბილისი” – ფოტოგამოფენა, 1-ლი სართულის ფოიეში, მასწავლებელი რუსუდან ბრეგაძე.
09:00 – “ვეფხისტყაოსნიდან ფრიდონიანამდე“, IB DP XI კლასი, მასწავლებელი თამარ ლომიძე, (პრაღის ოთახი).
09:50 სასწავლო პროექტის – “ილია და ივერიელები“ – პრეზენტაცია, IXა კლასი, მასწავლებელი ლელა მელიქიშვილი (ოთახი N46).
12:40 – “ტრადიციები და თანამედროვეობა – ბერიკაობა“, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, Vგ, VIIბ-VIIგ კლასები, მასწავლებელი მელანო ილურიძე (სკოლის შიდა ეზო).
15:00 – თაობათა ურთიერთობები, მეცხრე კლასების მოსწავლეების მშობლების შეხვედრა, მასწავლებელი ლელა მელიქიშვილი (IB ბიბლიოთეკა).
31 მარტი, სამშაბათი
09:00 – “მედროვეობა და მედროვეები“ – ღია გაკვეთილი, XII კლასი, მასწავლებელი თეკლა ბერაძე (ოთახი N37).
09:45-11:30 – ჩვენი თანამედროვეები “ვეფხისტყაოსანზე“ – კონფერენცია-ვიქტორინა მე-10ა და მე-10ბ კლასებისათვის, მასწავლებელი რუსუდან ბრეგაძე (ევროპის ოთახი – I სართული).
11:35 – ჩვენი სამშობლო (გმირი წინაპრები) – ღია გაკვეთილი, Vგ კლასი, მასწავლებელი მელანო ილურიძე (ოთახი N37).
13:15 – “ჩვენ ვკითხულობთ რევაზ ინანიშვილს“, პრეზენტაცია, მეექვსე კლასი, მასწავლებელი თამარ ცაგარელი (ბიბლიოთეკა – მე-2 კორპუსი).
14:00 – “მოგზაურობა სასიტყვეთში“, თამაზ კვაჭანტირაძის ლექცია (ევროპის ოთახი – I სართული).
15:15 – ექსკურსია ლიტერატურის მუზეუმში გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე.
1 აპრილი, ოთხშაბათი
9:50 – “თორნიკე ერისთავი“ – ღია გაკვეთილი, VIIბ კლასი, მასწავლებელი მელანო ილურიძე (ოთახი N39).
9:50 – “კაცის იდეალი ვაჟა-ფშაველასთან“ – ღია გაკვეთილი, XI კლასი AHS, მასწავლებელი ქეთევან გარდაფხაძე (ოთახი N65).
11:35 – ტექსტი და ქვეტექსტი – ღია გაკვეთილი IXა კლასში, მასწავლებელი ლელა მელიქიშვილი (ოთახი N40).
12:00 – შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან პროექტის “მე მიყვარს კითხვა“ ფარგლებში, ევროპული სკოლის სტუმრები არიან ირაკლი კაკაბაძე და გიორგი ჯანელიძე, მასწავლებელი თეკლა ბერაძე (IB ბიბლიოთეკა).
12:50 – “ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ “ვეფხისტყაოსანს” – შეხვედრა პროექტის ხელმძღვანელ ნოდარ ბეგიაშვილთან, მე-7ა კლასი და დაწყებითი კლასების მოსწავლეები, მასწავლებელი რუსუდან ბრეგაძე (ოთახი N37).
15:00 – ლიტერატურული ვიქტორინა, მეცხრე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, მასწავლებელი მაია ინასარიძე (სააქტო დარბაზი).
2 აპრილი, ხუთშაბათი
9:00 – “თორნიკე ერისთავი“ – ღია გაკვეთილი, VIIგ კლასი, მასწავლებელი მელანო ილურიძე (ოთახი N47).
11:45 – სინკრეტიზმი “ბედი ქართლისას“ მაგალითზე – ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული ლიტერატურა – ისტორია) IXგ კლასში, მასწავლებლები ნათია ნარეკლიშვილი და ზურაბ ჯამბურია (ევროპის ოთახი – I სართული).
14:00 – “ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები – შეხვედრა ბაჩო კეკელიასთან, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთან (ევროპის ოთახი – I სართული).
3 აპრილი, პარასკევი
09:00 – “ვერ მააწონებ კარგ ყმასა, რაც არ უჯდება ჭკვაშია“ – ღია გაკვეთილი, XI კლასი, მასწალებელი მაია ინასარიძე (ოთახი N30).
9:50 – “ფიქრში ვართ მე და ლექსები” – ღია გაკვეთილი Vბ კლასში, მასწავლებელი თამარ ლომიძე (ევროპის ოთახი – I სართული).
11:35 – “ვქმნით ტექსტებს“ – ღია გაკვეთილი IB MYP VII კლასში, მასწავლებელი ია ღადუა (ოთახი N56).
12:40 – ინტეგრირებული სასწავლო პროექტის – “საგნები და ფოტოები მოგვითხრობენ…” (“ყველას რაიმე აქვს სახსოვარი”) – პრეზენტაცია, მეხუთე და მეექვსე კლასები, პედაგოგები: თამარ ცაგარელი, ნატო ვაწაძე, ანა ახმეტელი, მაია მელიქიშვილი (სააქტო დარბაზი).
15:00 – მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია.