ქართულ-ბერძნული საგანმანათლებლო "ოქროს საწმისი“

დედაქალაქის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის  თბილისის კლასიკურმა გიმნაზიამ წელს უკვე მესამედ წარმოადგინა პროექტი – კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი “ოქროს საწმისი“ . ფესტივალი ჩატარდა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ეგიდით. ფესტივალით  აღინიშნა გასული საუკუნის გამორჩეული პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მელინა მერკურის 95 წლის საიუბილეო თარიღი. “ევროპული სკოლის” მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღინისძიებაში, ამასთან “ევროპული სკოლა” ფესტივალის ერთ-ერთ სპონსორი იყო. “ევროპული სკოლის” სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა ვიქტორინაში მონაწილე 6 საუკეთესო გუნდს, პირველი კლასიკური გიმბაზიის თეატრალურ დასსა და ნიჭიერ პატარა ხელოვანებს.

ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორის, საქართველოს ეროვნული არქივის, საჩუქარი გადაეცა ევროპულ სკოლას, როგორც გამარჯვებულს ნომინაციაში “ყველაზე კრეატიული სკოლა“.

“ევროპული სკოლის” 8 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში თემაზე: “მშვენიერი ელენედან მელინა მერკურამდე“, მათ შორის 6 მოსწავლემ: ანა ბაკურაძემ, მარიამ ბერძნიშვილმა, ნინო ლიპარტელიანმა, გიორგი მაჭარაშვილმა, ნინო პატარიძემ და ანა ფანჯაკიძემ დაიმსახურა დიპლომი საუკეთესო მოხსენებისათვის, ნაშრომები კი დაიბეჭდა გამარჯვებულ მოსწავლეთა საკონფერენციო თემების კრებულში.

ვიქტორინაში მონაწილე “ევროპული სკოლის” ორი გუნდი დაჯილდოვდა დიპლომებით: “ვიტორინაში მონაწილე საუკეთესო გუნდი“ – III ადგილი (VIIა კლასი: ირაკლი ბეჟუაშვილი, კოტე ქავთარაძე, ირინე წერეთელი, რუსუდან მოდებაძე, ვატო ჭოლაძე) და  “ვიტორინაში მონაწილე საუკეთესო გუნდი“ – I ადგილი (IXბ კლასი – ირინე წაქაძე, გიორგი მაჭარაშვილი, ლაშა კობაიძე, როოინ ენუქიძე, გივი ჯაფარიძე). ნომინაციაში “ვიქტორინის საუკეთესო მოთამაშე“ გამარჯვებულია IXბ კლასის მოსწავლე გიორგი მაჭარაშვილი.

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის დიპლომი “ნიჭიერი პატარა ხელოვანი“ გადაეცათ “ევროპული სკოლის” V კლასის მოსწავლეებს: მარიამ დევაძესა და სანდრო თვალიაშვილს (პედაგოგი თამარ ჯაყელი).

“ევროპული სკოლის” მესამეკლასელთა (პედაგოგები: ეკა ბერძენიშვილი და ნატო ვაწაძე) თეარტალური წარმნოდგენა აღინიშნა დიპლომებით: “ნორჩი პროფესიონალური დასი“, “საუკეთესო ქართულენოვანი თეატრალური წარმოდგენა“ და  “მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი“. ამ ნომინაციაში დაჯილდოვდა  მათე ადამია.

ს  აორგანიზაციო კომიტეტს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ფესტივალში მონაწილე არც ერთი მოსწავლე. მათ გადაეცათ მონაწილეობის სიგელები. მათ შორის “ევროპული სკოლის” მოსწავლეებს: სალომე ჯოხაძეს, მარი ხოკერაშვილს, ზურაბ ქევანიშვილს, ლუკა კინტრაიას, ელენე ესიავას, ნიკა კორძაძეს, სანდრო ბაღათურიას, ნინო შიოლაშვილს, თამარ ღაძაძეს, ანა ახალაიას, დალიდა ქადარიას, ნათია თუთბერიძეს, გიორგი ყუფარაძეს, ლუკა დოლიძრს, ანა დარჩიაშვილს, მედეა ჯამარაულს, ანა ხურცილავას.

სპეციალური სიგელებით აღინიშნა მასწავლებლების თავდაუზოგავი შრომა. “ევროპული სკოლის” ისტორიის პედაგოგს მაია წენგუაშვილს გადაეცა “გამორჩეული კრეატიული პედაგოგისა“ და “საუკეთესო საკონფერენციო მოხსენების  ხელმძღვანლის“ დიპლომი, ასევე დიპლომებით დაჯილდოვდნენ: მაია მელიქიშვილი, ეკატერინე კობახიძე და ქეთევან გარდაფხაძე.

ვულოცავთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.

Share on: