ყველანი ერთად სიკეთის სამსახურში
24 თებერვალს, 17 სააათზე, ევროპული სკოლა გეპატიჟებათ საქველმოქმედო საღამოზე ”ყველანი ერთად სიკეთის სამსახურში“. რომელშიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობენ პროექტ “ჯეოსტარის” ლაურეატები.
შემოწირული თანხა მოხმარდება მ. იაშვილის სახელობის კლინიკის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა განყოფილებას. გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა და დიდსულოვნების იმედი!