ყურადღება! ბრძანება

2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის  ორგანიზებულად დასრულების მიზნით

:

1. 2015-2016 სასწავლო წლის “ევროპული სკოლის” პირველი სემესტრის საგაკვეთილო პროცესი დამთავრდეს:

ა) “ევროპული სკოლის” ქართული სექტორის 1-10 და 12 კლასებში და საერთაშორისო ბაკალავრიატის 1–5 კლასებში ა.წ. 24 დეკემბერს;

ბ) “ევროპული სკოლის” ქართული სექტორის 11–ე კლასში და ამერიკული განათლების სექტორის 8–12 კლასებში  ა.წ. 21 დეკემბერს; გ) საერთაშორისო ბაკალავრიატის 6–11 კლასებში ა. წ. 18 დეკემბერს;

გ) საერთაშორისო ბაკალავრიატის 12–ე კლასში ა. წ. 29 დეკემბერს.

2. “ევროპული სკოლის” მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესი განახლდეს  2016 წლის 14 იანვარს

3. კლუბების მეცადინეობები დამთავრდეს ა. წ. 18 დეკემბერს

4. “ევროპული სკოლის” სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა (ევროპული ბაღი) მუშაობა დაამთავროს …30 დეკემბერს

5. გადაწყვეტილება დამფუძნებელთა გრანტის მინიჭების თაობაზე მიღებული იქნეს ყველა გამოცდის შედეგების გათვალისწინებით

6. სემესტრული გამოცდები დამტკიცებული განრიგის მიხედვით (იხ. დანართები).

7. დიფერენცირებული ჩათვლები ჩატარდეს საგაკვეთილო პროცესის ბოლო კვირაში შესაბამისი გაკვეთილების დროს

აღნიშნული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად  დაევალოს :

 1. დირექტორის პირველ მოადგილეს,   ავთანდილ გაგნიძეს:

• საგამოცდო ცხრილების შედგენა და საგამოცდო პროცესის მონიტორინგი;

• საგამოცდო მასალების 15 დეკემბრამდე შედგენის და ჩაბარების უზრუნველყოფა;

• საგამოცდო ოქმების შედგენა და ჩაბარება შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში.

2.  დირექტორის მოადგილეს,  გურანდა ჭელიძეს:

• ქართული სექტორის საგამოცდო უწყისების მომზადება და მასალების დროული გამრავლება;

• საგამოცდო პროცესის ორგანიზება;

• გამოცდებზე დამსწრე მასწავლებლების და მშობლების დროული ინფორმირება;

• საგამოცდო ნაშრომების შეგროვება და მათი გასწორების ორგანიზება;

• საგამოცდო უწყისების შევსება და ჩაბარება შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.

3. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის დირექტორს,  ვინსენტ ევანოს:

• საერთაშორისო ბაკალავრიატის სექტორის საგამოცდო უწყისების მომზადება და მასალების დროული გამრავლება;

• საგამოცდო პროცესის ორგანიზება;

• საგამოცდო ნაშრომების გასწორების ორგანიზება;

• საგამოცდო უწყისების შევსება და ჩაბარება შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.

4. ამერიკული განათლების სექტორის დირექტორს,  ადამ ჯონსონსს:

• საგამოცდო უწყისების მომზადება და მასალების დროული გამრავლება;

• საგამოცდო პროცესის ორგანიზება;

• საგამოცდო ნაშრომების გასწორების ორგანიზება;

• საგამოცდო უწყისების შევსება და ჩაბარება შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.

5. კოორდინატორებს სასწავლო დარგში: ნანა ივანიძეს, მარინა მელიქიძეს, ანა სახაროვას, სოფო ბაზაძეს, ლინდა ციცქიშვილსა და ნათია თევზაძეს:

• უზრუნველყონ კლასების დამრიგებლების მიერ მოსწავლეთა I სემესტრის შეფასების (საგამოცდო ნიშნების გარეშე) ა. წ. 22 დეკემბრამდე წარმოდგენა;

• უზრუნველყონ სემესტრული ნიშნების შედარება ელექტრონული დღიურის მონაცემებთან;

• უზრუნველყონ მშობელთა კრებების ჩატარება I-IV კლასებში ა.წ.  27 დეკემბრამდე, ხოლო V-XII კლასებში 20016 წლის 22 იანვრამდე.

6. დირექტორის კონსულტანტს,  ნინო კობახიძეს და კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორებს: ინგა თოლორაიას, მაკა გველესიანს, ალექსანდრე გიორგიძესა და ანა დოსოუდილოვას:

• უზრუნველყონ შემაჯამებელი ღონისძიებების ჩატარება 26 დეკემბრამდე;

• გაუწიონ ორგანიზება და უზრუნველყონ კონტროლი ექსკურსიების ჩატარებაზე, რომლებიც განხორციელდება თბილისსა და მის ახლო მდებარე რაიონებში.

7. ICT  მენეჯერ  შორენა აბესაძეს და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს,  მაია ჯოხაძეს:

• შეაჯამონ და წარმოადგინონ დამფუძნებელთა გრანტის კანდიდატ მოსწავლეთა სია;

• სასწავლო დარგში კოორდინატორებთან ერთად გადაამოწმონ სემესტრული შეფასებების სიზუსტე;

• შეაჯამონ და დირექტორის მოადგილესთან წარმოადგინონ გამოცდებისა და სემესტრული შეფასებების საბოლოო მონაცემები.

8.  მენეჯერს სამეურნეო დარგში, მალხაზ ბარბაქაძეს:

• უზრუნველყოს ტრანსპორტის მოძრაობა შეცვლილი გრაფიკის მიხედვით: საგამოცდო დღეებში მოსწავლეთა მოყვანა სკოლაში 9 საათზე, სკოლიდან გაყვანა 14 საათზე;

• უზრუნველყოს მასწავლებელთა და მოსწავლეთა მომარაგება საჭირო მასალებითა  და რესურსებით საგამოცდო პერიოდში.

• უზრუნველყოს მოსწავლეთა კვება შეცვლილი გრაფიკის მიხედვით.

9. დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მიხეილ შავერდაშვილს:

• განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას გასვლითი ექკურსიებისა  და აღმზრდელობითი ღონისძიებების ჩატარების დროს;

• სამეურნეო მენეჯერთან ერთად საჭიროების შემთხვევაში გააკონტროლოს ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხები.

დირექტორი ნანა მოსიძე

Share on: