ყურადღება, სიახლე!
2012წ. სექტემბერში ევროპულმა სკოლამ მიიღო ავტორიზაცია ჩაატაროს AP და PSAT-ის ტესტები. ეს წინგადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში უმაღლესი სკოლის განათლების პროგრესისათვის.
AP გამოცდები ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სკოლებში ერთდროულად, ყოველ მაისს. ტესტი მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს და High sckool (დამამთავრებელი კლასის) მოსწავლეებს შეუძლიათ მოიპოვონ სასურველი კოლეჯის კრედიტი, გარდა ამისა, ამ ტესტით მოწმდება მოსწავლის აკადემიური საგნობრივი დონე. AP გამოცდის ქულა შეესაბამება AP კურსს და გვაძლევს საშუალებას ამერიკული სტანდარტით განსაზღვროს მოსწავლემ რა ისწავლა, რა შეიძინა AP საკლასო ოთახში.
AP გვთავაზობს 34 კურსს სხვადასხვა სახეობის სხვადასხვა სფეროში (ხელოვნება, კომპიუტერული მეცნიერებები, მსოფლიო ენები, მთავრობა და პოლიტიკა და სხვ.). AP ტესტები არის მნიშვნელოვანი ნაწილი კურსისა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს მოიპოვოს აკადემიური სტეპენდიები და ჯილდოები ამერიკულ კოლეჯებში და უნივერსიტეტებში, რადგან ის ზოგავს ფულსა და დროს, ეძლევა საშუალება არჩევანი გააკეთოს უფრო მეტი სასწავლო ინტერესების სფეროს მიხედვით და უფრო მაღალი დონის კურსსზე გადავიდეს.
PSAT არის სტანდარტული ამერიკული ტესტი, რომელის უზრუნველყოფს პირველად პრაქტიკას SAT-ის გამოცდისათვის. ის მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, რომ მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაში და ჩააბაროს ამერიკულ უნივერსიტეტებში. PSAT ამოწმებს მოსწავლის კრიტიკული კითხვის უნარ-ჩვევებს, მათემატიკური პრობლემის გადაწყვეტის უნარ-ჩვევებს და წერითი მეტყველების უნარ-ჩვევებს.
ყველაზე მთავარი მიზეზები, თუ რატომ უნდა ჩავაბაროთ PSAT -ის ტესტები:
მიიღოთ რეკომენდაცია თქვენს სუსტ და ძლიერ უნარ-ჩვევების შესახებ, რომელიც საჭიროა უნივერსიტეტში სწავლისათვის. ამის შემდეგ შესძლებთ კონცენტრირებას იმ სფეროებზე, რომლებიც ყველაზე მომგებიანი იქნება დამატებითი სწავლებისა და პრაქტიკისათვის.
ტესტის კომენტარები გაძლევთ საშუალებას დაინახოთ PSAT-ს ტესტის უპირატესობა სხვა ტესტებთან შედარებით.
ემზადებით SAT-ის ტესტის ჩასაბარებლად.
გეხმარებათ SAT-ის გამოცდის ჩაბარებაში, რადგან უკვე იცი მიმართულებები.
AP და PSAT ტესტები მოსწავლეებს ეხმარება წარმატებით მოემზადონ და ჩაააბარონ ამერიკულ და მსოფლიო უნივერსიტეტებში.