ყურადღება!

  ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, გიორგი მაჭარაშვილმა გაიმარჯვა ITYM-ის ადგილობრივ ტურებში, იგი შეირჩა საქართველოს გუნდის წევრად და გაემგზავრება ბულგარეთში, ქ.სოფიაში 5-12 ივლისს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

ITYM არის საერთაშორისო მათემატიკური ტურნირი უფროს კლასელთათვის. მასში მონაწილეობას იღებენ დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ვულოცავთ გიორგის ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.

Share on: