ყურადღება!
2015 წლის 19 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა მოსწავლეთა 69-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელშიც “ევროპული სკოლის” მოსწავლეებმა ტრადიციისამებრ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. მათ თავიანთი ნაშრომები წარადგინეს: ქართული ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებში, ისტორიასა და ფსიქოლოგიაში.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის I ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდა ევროპული სკოლის IX-XII კლასების 23 მოსწავლე: ანა კურტანიძე, სოფიო სამადაშვილი, ივა ანდრიაძე, გიორგი წულაია – ბიოლოგიაში; ნიკოლოზ ადეიშვილი, ალექსანდრე ახვლედიანი, ნიკოლოზ გოზალიშვილი, გიორგი ჯავახიძე, თორნიკე ხუბულური – მათემატიკაში; დავით კიკორია – ინფორმატიკაში; ლიკა შარაშიძე – ინგლისურ ენაში; ელენე ცხადაძე, ნუცა მარგიშვილი და გივი ჯაფარიძე – რუსულ ენაში, გიორგი ანდღულაძე – ფსიქოლოგიაში, რომელსაც წარმატებული მუშაობისათვის ასევე გადაეცა გაზეთ “კვირის პალიტრის“ სპეციალური პრიზი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ოთხმა მოსწავლემ სხვადასხვა სექციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და ყველგან პირველი ხარისხის დიპლომები მოიპოვა: გიორგი დიასამიძემ – ქიმიაში, ქართულ ლიტერატურასა და მათემატიკაში; გიორგი ლელუაშვილმა – მათემატიკაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში; გიორგი მაჭარაშვილმა – ინფორმატიკასა და ფიზიკაში, ირაკლი თუთბერიძემ – მათემატიკასა და ფიზიკაში. გიორგი დიასამიძემ, როგორც გამარჯვებულმა ქართული ლიტერატურის სექციაში, დაიმსახურა ფონდ “იავნანას“ სპეციალური სიგელი. კინო-ფოტო სექციაში I ხარისხის დიპლომით აღინიშნა ნინო სიჭინავას ნამუშევარი.
II ხარისხის დიპლომები გადაეცა ევროპული სკოლის 21 მოსწავლეს, მონაწილეობის სიგელი 4 მოსწავლეს. სექციური მუშაობის პროცესში ჟიურის წევრებმა აღნიშნეს ჩვენი მოსწავლეების მიერ წარდგენილი თემების აქტუალობა, სიახლე, კვლევითი და ექსპერიმენტული ხასიათი.
მოსწავლეებისთან ერთად მადლობის ფურცლით დაჯილდოვდა ევროპული სკოლის პედაგოგიური კოლექტივი; 15 მასწავლებელი, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით მუშაობას. ამასთან, სპეციალური სიგელებით სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციების მუშაობაში წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა სკოლის 9 მასწავლებელი: ავთანდილ გაგნიძე, ბუციკო ჩხარტიშვილი, პეტრე ბაბილუა, შორენა აბესაძე, მანანა ჟამურაშვილი, ხათუნა კაპანაძე, მაია გოგოლაძე, ქეთევან ოსიაშვილი, ირაკლი ჯაოშვილი.
წლევანდელი 69-ე კონფერენცია განსაკუთრებული აღმოჩნდა ევროპული სკოლისათვის. XII კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ადეიშვილმა, მათემატიკის სექციაში ზედიზედ მესამედ მოიპოვა I ხარისხის დიპლომი, რისთვისაც ის დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სპეციალური სიგელით.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.