ყურადღება!

აკადემიური დისციპლინების ევრო-ამერიკული კონფერენცია

13-16 აპრილი

პარიზი, საფრანგეთი

  IJAS (აკადემიური დისციპლინების ევრო-ამერიკული  კონფერენცია) ყოველწლიურად ტარდება ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში.  მისი უპირველესი მიზანია, სხვადასხავა ქვეყნისა  და დარგის მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარონ  კვლევები. კონფერენციები ინტერ  და მულტი-დისციპლინურ ხასიათს ატარებს.    ეს შეხვედრები მიზნად ისახავს, მეცნიერებმა დისკუსიების საშუალებით არაფორმალური, ღრმაშინაარსიანი უკუკავშირი მიიღონ და დაამყარონ პროფესიული ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნისა და ინსტიტუტების მეცნიერებთან.

  წელს აღნიშნულ კონფერენციას ქართველი დელეგატიც ესწრებოდა. ჩვენი სკოლის პედაგოგმა ნინო ტაბეშაძემ წარადგინა პრეზენტაცია: “საბჭოთა კავშირი: ძმათა კავშირიდან მტრის ხატამდე“.   

  ჩვენი დელეგატი კონფერენციაზე დაჯილდოვდა გამორჩეული პრეზენტაციისთვის.

Share on: