ყურადღება!
AdvancED აკრედიტაციის სამმართველოს დადგენილებით, ჩრდილო-ცენტრალური და ჩრდილო-დასავლეთის ასოციაციების სააკრედიტაციო კომისიების მიერ “ევროპული სკოლის” American High School-ს მიენიჭა აკრედიტაცია.
“ევროპული სკოლის” American High School, როგორც აკრედიტებული დაწესებულება, 70-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ 32000 მოწინავე სკოლის გლობალური ქსელის წევრია. ეს ფაქტი ადასტურებს ჩვენს სწრაფვას მაღალი ხარისხის განათლებისაკენ. ამასთან ერთად ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ჩვენი მისიისა – ავამაღლოთ სწავლების შედეგები და ვუზრუნველყოთ უსაფრთხო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემო.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ თანამედროვე გლობალური განათლების ქსელის სრულუფლებიანი წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში.
ევროპული სკოლის ადმინისტრაცია