ყურადღება!

  Advanced Placement (AP) – წარმოადგენს უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის მოსამზადებელ ერთ–ერთ პროგრამას, რომელიც გამიზნულია მაღალი კლასების მოსწავლეთათვის. Advanced Placement შემუშავებულ იქნა “უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს“ (the College Board) მიერ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.

  პროგრამა AP პირველად  აპრობირებული იქნა რამდენიმე ამერიკული სკოლის მიერ ისეთი  მსხვილი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, როგორებიცაა ჰარვარდის, პრინსტონის და იელის უნივერსიტეტები. სტუდენტს, რომელიც სწავლობს Advanced Placement პროგრამით, შესაძლებლობა აქვს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე გაიაროს პირველი ორი სემესტრის მასალა, დააგროვოს სასწავლო კრედიტები საგნების მიხედვით, ჩააბაროს გამოცდები და მიიღოს ქულები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება უმაღლესში ჩაბარების და სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

  პროგრამა Advanced Placement შედგება 34 საგნის კურსისგან. სტუდენტები ირჩევენ რამდენიმე საგანს შეთავაზებული სიიდან და სწავლობენ მას  უფრო გაღრმავებულად. საგნების ჩამონათვალში შეიძლება იყოს, მაგალითად: უცხო ენა, ზოგადი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ხელოვნება, ინფორმატიკა, მათემატიკა, სოციოლოგია. ყოველი კურსის დასრულების შემდეგ შესწავლილ საგნებში ბარდება წერითი გამოცდა.

  Advanced Placement–ის გამოცდები ტარდება ტესტების ფორმით, რომლებიც ფასდება ხუთბალიანი სისტემით,  5 – უმაღლესი ქულაა, ხოლო 1 –ყველაზე დაბალი. გამოცდების შედეგები ეგზავნება უნივერსიტეტს აბიტურიენტის სხვა საბუთებთან ერთად.  სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ  ჩააბარონ AP–ის გამოცდები მე-10, მე–11 და მე–12 კლასებში.

  “ევროპული სკოლის“  მაღალკვალიფიციური პედაგოგები  უკვე მეოთხე სასწავლო წელია  ატარებენ AP კურსებს სხვადასხვა საგანში. გასულ წლებში “ევროპულ სკოლაში“ მომზადებულ   მოსწავლეთა უმრავლესობამ დაიმსახურა უმაღლესი 5 და 4 ქულა. ამასთანავე,  “ევროპული სკოლა“ AP საგამოცდო ცენტრსაც წარმოადგენს.

  AP კურსებზე მსურველების ჩარიცხვა შესაძლებელია 2015 წლის 15 ოქტომბრამდე “ევროპული სკოლის“  ტრენინგ ცენტრში (ოთახი N5).

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ ქ-ნ ნინო კობახიძეს. ტელ.: 597-140-508.

Share on: