ყურადღება!

  პირველად საქართველოსა და კავკასიაში მეცნიერებისა და ინოვაციების  კვირეული გაიხსნა.

  2015 წლის 10-17 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მონაწილეობს  მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულში, რომელსაც ექსპოჯორჯიას მესამე პავილიონი მასპინძლობს. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს განათლების სამინისტრო. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე  საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება. გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება        ექნება       ნახოს, როგორი იქნება         საქართველოში          პირველი ტექნოლოგიური პარკი და რა სერვისებს         შესთავაზებს    ის ინოვატორებს.

  14 ნოემბერს სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადდება მიკროელექტრონიკისა და პროგრამირების კუთხე. აქ შესაძლებლობა გექნებათ ისტრუქტორის დახმარებით პირველადი ცოდნა მიიღოთ მიკროელექტრონიკისა და რობოტოტექნიკის მიმართულებით.

  კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი  10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.

  მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ გამოფენაზე შაბათს, 14 ნოემბერს, 12:00  საათზე.

  მის.: წერეთლის გამზირი 118,  ექსპო-ჯორჯია, III პავილონი.

Share on: