ყურადღება!

გიწვევთ ყველასშემოგვიერთდით! ყველამ ერთად გავიზიაროთ მსოფლიო საერთო სატკივარი.

“ევროპული სკოლა“ და  საერთაშორისო ორგანიზაციები 29 ნოემბერს 14:00 საათზე, მეტრო “თავისუფლების მოედანზე” აწყობენ მარშს, რომლის მიზანია პარიზის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სამიტის მხარდაჭერა.

ამ სამიტში ჩართულია 190-ზე მეტი სახელმწიფო, რომლის უმთავრესი მიზანია მიაღწიონ შეთანხმებას, რათა შემცირდეს ადამიანის ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე. სამიტი მეტად მასშტაბურია. ჩვენ  გადავწყვიტეთ შევუერთდეთ მსოფლიოს საერთო ხმას. ერთი წლის წინ ამ სამიტის მხარდასაჭერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით  დაახლოებით 700 000 ადამიანი გამოვიდა. წელს ჩვენი  მიზანია, რომ გავხდეთ მილიონი.

Share on: