ყურადღება!

ევროპულ სკოლაში დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი. შეჯიბრება დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ფინალურ მატჩში VIა კლასის გუნდმა “ივიკომ” დაამარცხა  IV კლასის ნაკრები  და დაიკავა III ადგილი.

ტურნირში გამარჯვება  მოიპოვა“ ოლიმპის“ საფეხბურთო გუნდმა, რომელმაც ფინალში VI ბ კლასის გუნდი დაამარცხა.

I, II, III ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებითა და საპატიო სიგელებით.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა გარდამავალი თასი.

სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ გამორჩეულ მოთამაშეებს და მწვრთნელს.

საუკეთესო ბომბარდირი – ნიკა ანჯაფარიძე. “ოლიმპი”. 10 გოლი.

საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი კაკოიშვილი. “ოლიმპი.”

საუკეთესო მეკარე – ანდრია კარბელაშვილი. VI გ კლასი.

Share on: