ყურადღება!
22 თებერვლიდან “ევროპული სკოლა“ აცხადებს კონკურსს. კონკურსი “ყველაზე ნიჭიერი“ ჩატარდება 2 ტურად. თითოეულმა კლასმა უნდა წარმოადგინოს 2 ნომერი. გამარჯვებული დაჯილდოვდება სამდღიანი ტურით თანაკლასელებთან ერთად გუდაურში.
კონკურსი ჩატარდება 3 ასაკობრივ ჯგუფში:
I – IV კლასები;
V-VIII კლასები;
IX-XII კლასები.
კონკურსის დასკვნითი (II) ტური ჩატარდება 2016 წლის 27 თებერვალს, 15:00 საათზე “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში.
კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღება შესაძლებელია 15 თებერვლამდე (ოთახი N5).