ყურადღება!

    ევროპული სკოლა გთავაზობთ Advanced Placement (AP)  კურსებს. AP  წარმოადგენს ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის მოსამზადებელ ერთ–ერთ პროგრამას, რომელიც გამიზნულია X, XI და XII კლასების მოსწავლეთათვის.

   პროგრამა AP პირველად  აპრობირებული იქნა რამდენიმე ამერიკული სკოლის მიერ ისეთი  მსხვილი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, როგორებიცაა ჰარვარდის, პრინსტონის და იელის უნივერსიტეტები. სტუდენტს, რომელიც სწავლობს Advanced Placement პროგრამით, შესაძლებლობა აქვს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე გაიაროს უნივერსიტეტის პირველი ორი სემესტრის მასალა, დააგროვოს სასწავლო კრედიტები საგნების მიხედვით, ჩააბაროს გამოცდები და მიიღოს ქულები სკოლაში სწავლის პერიოდში, რომლებიც გათვალისწინებული იქნება უმაღლესში ჩაბარების და სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

   Advanced Placement–ის გამოცდები ტარდება ტესტების ფორმით, რომლებიც ფასდება ხუთბალიანი სისტემით,  5 – უმაღლესი ქულაა, ხოლო 1 –ყველაზე დაბალი. გამოცდების შედეგები ეგზავნება უნივერსიტეტს აბიტურიენტის სხვა საბუთებთან ერთად. 

  “ევროპული სკოლის“  მაღალკვალიფიციური პედაგოგები  უკვე ხუთ სასწავლო სასწავლო წელზე მეტია ატარებენ  AP კურსებს სხვადასხვა საგანში. გასულ წლებში “ევროპულ სკოლაში“ მომზადებულ   მოსწავლეთა უმრავლესობამ დაიმსახურა უმაღლესი 5 და 4 ქულა. ამასთანავე,  “ევროპული სკოლა“ AP საგამოცდო ცენტრსაც წარმოადგენს.

   AP კურსებზე მსურველების ჩარიცხვა შესაძლებელია 2016 წლის 20 ოქტომბრამდე “ევროპული სკოლის“  ტრენინგ ცენტრში (ოთახი N5).

  დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ ქ-ნ ნინო კობახიძეს. ტელ.: 597-140-508.

   “ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

Share on: