ყურადღება!

ევროპული სკოლა“ აცხადებს ნახატების კონკურსს:

“ჩემი ოცნების სკოლა” 

კონკურსი ეძღვნება სკოლის 10 წლის იუბილეს

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 6-დან 18 წლამდე მოსწავლეებს. კონკურსი ორი ტურისგან შედგება.

  • I ტური (28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით) – მონაწილეებმა კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფში (ოთახი N5) უნდა წარმოადგინონ ნახატი თემაზე “ჩემი სკოლა 2050 წელს“. საკონკურსო ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ნებისმიერი მასალით A3 (420-297მმ), ან A2 (420-594მმ)  ზომის ფორმატზე. საკონკურსო ნამუშევარს თან უნდა დართული  ჰქონდეს კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი.
  • 6-7 დეკემბერს ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, რომლებიც კონკურსის  II ტურში მიიღებენ მონაწილეობას.  
  • 8-9 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ I ტურის  საუკეთესო  ნამუშევრების  გამოფენა მოეწყობა.  
  • II ტური (9 დეკემბერი) – კონკურსის მეორე, დასკვნითი ტური “ევროპული სკოლის“ ტერიტორიაზე გაიმართება. მისი სახელწოდებაა: “მუსიკა ფერებით, ხაზებით, ფორმებით“. მონაწილეები ადგილზე ცოცხალი მუსიკის თანხლებით ნებისმიერ თემაზე ქმნიან ნახატს, რომელშიც მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებით მიღებული განწყობილება, ემოციები და შთაბეჭდილებები სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების  საშუალებით  უნდა გამოხატონ (ხაზი,ფერი,ფორმა, დინამიკა,სტატიკა და სხვა). ნახატები შესრულდება A3 ზომის ფორმატზე პასტელის საღებავებით, ან ფერადი ფანქრებით.
  • 12-13 დეკემბერს ჟიური კონკურსის II ტურის საუკეთესო ნამუშევრებს შეარჩევს შემაჯამებელი (დასკვნითი) გამოფენისათვის.
  • 15-25 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ კონკურსის შემაჯამებელი (დასკვნითი) გამოფენა მოეწყობა.
  • 15-16 დეკემბერს ჟიური კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს.
  • კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 19 დეკემბერს  “ევროპულ სკოლაში“ გაიმართება.
  • კონკურსის ყველა გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი და სპეციალური დიპლომი.
  • დაგეგმილია კონკურსის საუკეთესო ნამუშევართა კატალოგის გამოცემა.
  • კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ვრცელ სიუჟეტს მოამზადებს “ევროპული სკოლის“ სატელევიზიო სტუდია.

 

“ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

Share on: