ყურადღება!

2017 წლის 27-30 მარტს “ევროპულ სკოლაში“ კლასიკური მუსიკის III ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა, რომელიც სკოლის დაარსებიდან 10 წლისთავს მიეძღვნა.  ფესტივალი საკმაო პოპულარობით სარგებლობს და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

წელს ფესტივალის პირველ ტურში 20 მოსწავლე მონაწილეობდა. მეორე ტურში გადავიდნენ:

  1. ვახტანგ ლემონჯავა  – II ა კლასის მოსწავლე;
  2. ანანო მარი ლიენ ევანნო– IB PYP V კლასის მოსწავლე;
  3. თინათინ გოდერძიშვილი- VI ბ კლასის მოსწავლე;
  4. თეკლა ხმიადაშვილი –VI ბ კლასის მოსწავლე;
  5. ნინი ბზიავა – VII ა კლასის მოსწავლე;
  6. დიმიტრი დუმბაძე – IB MYP VII A კლასის მოსწავლე და ნინი დუმბაძე – IB MYP VIII კლასის მოსწავლე;
  7. ლუკა კონსტანტინე შატბერაშვილი  – MYP X კლასის მოსწავლე;
  8. ბაჰარ ხაჯავი  –  IB MYP X კლასის მოსწავლე.

ფესტივალმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:

  1. ქალბატონი რუსუდან სებისკვერაძე -კომპოზიტორი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, “ევროპული სკოლის“ სიმღერის სტუდიის ხელმძღვანელი – ჟიურის თავმჯდომარე;
  2. ქალბატონი ლია ჩივაძე – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვოკალის პედაგოგი;
  3. ქალბატონი ლიანა ვეკუა – მუსიკოსი, “ევროპული სკოლის“ პედაგოგი;
  4. ქალბატონი ნინო კობახიძე – მუსიკოსი, “ევროპული სკოლის” დირექტორის მრჩეველი საორგანიზაციო საკითხებში;
  5. ქალბატონი ნინო ჭალისური – “ევროპული სკოლის“ მუსიკის პედაგოგი;
  6. ქალბატონი ციალა ჯომარდიძე – მუსიკოსი, “ევროპული სკოლის” პედაგოგი.

ფესტივალის ყველა მიონაწილეს გადაეცა სპეციალური დიპლომი. პრიზით: “საუკეთესო შემსრულებლები“ დაჯილდოვდნენ: ნინი ბზიავა და ბაჰარ ხაჯავი; პრიზით: “ყველაზე ტექნიკური შემსრულებელი“ დაჯილდოვდა ვახტანგ ლემონჯავა, ხოლო “ჟიურის სიმპათიის“ პრიზი მიიღო ლუკა კონსტანტინე შატბერაშვილმა.

ვულოცავთ ფესტივალის ყველა მონაწილეს და მომავალ წარმატებებს  ვუსურვებთ.

“ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

Share on: