ყურადღება!

MYP-ის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებში მიღებული ცოდნა სხვა თანატოლებისთვის გაეზიარებინათ. მათ ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი,ოჯახი, საზოგადოება“ აირჩიეს.

“ევროპული სკოლის“ MYP-ის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა ორგანიზაციის “ბავშვი,ოჯახი, საზოგადოება“ ბენეფიციარებისათვის  ჩაატარეს საინტერესო და სახალისო ცდები. ბენეფიციარებმა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს რამდენიმე მუსიკალური ნომერი წარუდგინეს.

ბავშვებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. მასპინძლებმა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს საზოგადოების ბაზაზე შექმნილ სოციალურ საწარმო “ხარატულაში“ ბენეფიციართა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გადასცეს. მეექვსეკლასელებმა კი ისინი “ევროპული სკოლის“ კედლის კალენდრებით დაასაჩუქრეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

შეხვედრა მეტად საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა.

Share on: