ყურადღება!

2017 წლის 10-12 მაისს თურქეთის  მხარდაჭერით ქალაქ კონიაში ჩატარდა ყველწლიური, რიგით მე-11 საერთაშორისო ჩემპიონატი რობოტიქსში. ჩემპიონატში საკუთარი რობოტებით მონაწლეობდა “ევროპულის სკოლის“ 3 მოსწავლე:  MYP-ის მე-7 კლასის მოსწავლე, ედუარდ თეოდორ იაკობი, მე-6-ბ კლასის მოსწავლე, ზაალ ჭუმბურიძე და მე-7-ბ კლასის მოსწავლე ომარ შეყილაძე. მოსწავლეებს მენტორობას სკოლის რობოტიქსის პედაგოგი, გიორგი უსანეთაშვილი და ისტ-ის პედაგოგი, დავით ნოზაძე უწევდნენ. მოსწავლეებმა მონაწილეობა სამ კატეგორიაში მიიღეს: ,,მინი სუმო“ რობოტის შეჯიბრი, ,,Line Follower“ შეჯიბრი და თავისუფალი კატაეგორია.

ჩემპიონატზე ყველაზე დიდი წარმატება დაიმსახურა ზაალ ჭუმბურიძის რობოტმა ”დამლაგებელი”. თურქეთის ტელევიით გაშუქდა ინფორმაცია ”დამლაგებელი” რობოტის შესახებ, აღინიშნა ავტორის ინოვაციური მიდგომა.

თავისუფალ კატეგორიაში შეირჩა 80 ფინალისტი. “ევროპული სკოლის“ გუნდმა 26-ე ადგილი დაიმსახურა. მოსწავლეებისთვის ეს დიდი გამოწვევა იყო. ისინი უკვე მუშაობენ ახალ პროექტებზე და იმედი აქვთ, რომ მომავალი ჩემპიონატები კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

Share on: