ყურადღება!

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკერმა პროექტი “სკოლა ეკოლოგიისათვის“ ხარისხის ბეჭდით “პროექტი რეგენირება 2017“ დააჯილდოვა და აქტუალობისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიების წინ წამოწევის გამო “ტრანსფორმაციის პროექტი“ უწოდა. სასიხარულოა, რომ ამ საერთაშორისო პროექტში, რომელიც ჩატარდა ბერლინში, წარმატებით წარდგნენ  “ევროპული სკოლის” მე-8 კლასელი მოსწავლეები: ელენე ჯოხაძე, ჯარჯი სვანიშვილი და თორნიკე ყუბანეიშვილი, გერმანული ენის მასწავლებლის მთავრისა ბუსკივაძისა და ქიმიის მასწავლებლის, ხათუნა კაპანაძის, ხელმძღვანელობით. ჩვენი მოსწავლეების პროექტი “მეორადი ქაღალდი საკუთარი ხელებით“ დასახელდა, როგორც გამარჯვებული და  გადაეცა “წარმატებული მონაწილის“ სერტიფიკატი.ანგელა მერკერმა დაჯილდოების ცერემონიალზე მსოფლიო საზოგადოებას  მოუწოდა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს გარემოს დაცვის საქმეში, რადგან საქმე ეხება კაცობრიობის აწმყოსა და მის მომავალს. ახალგაზრდა თაობის უშუალო მონაწილეობა ასეთ პროექტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დასაფასებელი, ჩვენთვის კი საამაყოა ის, რომ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და მასწავლებლები  ყოველთვის მზად არიან ახალი გამოწვევებისათვის.

Share on: