ყურადღება!
ა.წ. 4-18 მარტს ბრიუსელის უნივერსიტეტში (Vridge Brussels University) TEMPUS პროექტის ფარგლებში: ”ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები”, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქართველ მკვლევართა ხუთკაციან მეცნიერთა ჯგუფი. მათ შორის ევროპული სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო და ინოვაციების დარგში, გურანდა ჭელიძე. მან ბრიუსელის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაატარა კვლევითი სამუშაო თემაზე: ”ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით, ევროპის სამეზობლო პოლოტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა”.